ჩვენ შესახებ
სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ დაარსდა 2014 წელს თამარ ორჯონიკიძისა და გალაქტიონ მახვილაძის მიერ. მისი შექმნის მიზანი იყო პაციენტებს მიეღოთ პროფესიონალური, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის მომსახურება.
გუნდი და ტექნოლოგია
დღეს „პრიმერო“ დაკომპლექტებულია მულტიდისციპლინური გუნდით და სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც განაპირობებს დიაგნოსტიკის მაღალ სიზუსტესა და ეფექტიან მკურნალობას.
კლინიკა ფლობს თანამედროვე ბორ-მანქანებს, პირის ღრუს პროფესიონალური წმენდისთვის განკუთვნილ ულტრაბგერით და აირჭავლოვან აპარატებს, სტერილიზაციის სრულ სისტემას, ასევე ციფრულ დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს – პანორამულ და 3D (CBCT) აპარატებს, ინტრაორალურ სკანერს, მიკროსკოპებსა და CAD/CAM სისტემებს.
მიზანი
„პრიმეროს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ამ მიზნით კლინიკაში მკაცრად კონტროლდება სტერილიზაციის პროცესი და სრულად არის დაცული საერთაშორისო კლინიკური პროტოკოლები.
გარდა ამისა, მუდმივად ახლდება მისი ტექნიკური ბაზა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების, პაციენტის კომფორტის გაზრდისა და დროისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.დღეს „პრიმერო“ წარმოადგენს კლინიკას, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას.