ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვობაში ჩატარებული პროფილაქტიკური პროცედურები და კბილების სისტემატური მოვლა გვეხმარება მოზრდილ ასაკში თავიდან ავირიდოთ მრავალი სტომატოლოგიური გართულება, როგორებიცაა კარიესი, ღრძილების პრობლემები, თანკბილვის დარღვევები და სხვა. ამიტომ პირის ღრუს ჯანმრთელობის მყარი საფუძველი ბავშვობაში იქმნება. 

ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს მკურნალობას, რომელიც სრულად შეესაბამება პაციენტის ასაკსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. პროცედურები არის უსაფრთხო, ბავშვისთვის კომფორტული და სტრესისგან თავისუფალი, რათა პატარა პაციენტებმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

პროფესიონალური წმენდა

პროფესიონალური წმენდა მოიცავს კბილების ზედაპირისა და კბილთა შორის სივრცეების სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდას. პროცედურის მიზანია დაგროვილი ნალექისა და ნადების მოცილება და პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდა. პროცედურის შედეგად კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. ამასთან, ის უზრუნველყოფს კარიესის, ღრძილების დაავადებებისა და კბილების ცვეთის პროფილაქტიკას. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულო.

ზედაპირული წმენდა (ჯაგრისით)

პროცედურა განსაკუთრებით მარტივი და კომფორტულია, ამიტომ განკუთვნილია სპეციალურად ბავშვებისთვის. ამგვარი წმენდის დროს კბილების ზედაპირი თავისუფლდება ნალექისა და ნადებისაგან, ბავშვს კი უჩნდება სისუფთავისა და გლუვი ზედაპირის შეგრძნება. პროცედურა ეფექტიანად ამცირებს კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკს.

საშუალო კარიესი

საშუალო კარიესის მკურნალობა ტარდება კბილის მცირე დაზიანებების დროს, რათა შეჩერდეს დაავადების პროგრესირება. პროცედურა ითვალისწინებს დაზიანებული ნაწილის მოცილებას და კბილის სტრუქტურის აღდგენას სპეციალური მასალით. მკურნალობა არის უმტკივნეულო და კომფორტული.

ღრმა კარიესი

ღრმა კარიესმა შესაძლოა დააზიანოს კბილის პულპა(ე.წ.”კბილის ნერვი”) და გამოიწვიოს ანთება, ამიტომ მისი დროული მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტკივილისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად პროცედურა ხშირად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

პულპიტი

პულპიტი – კბილის რბილი ქსოვილების (“კბილის ნერვის”) ანთებაა, რომელიც საჭიროებს დროულ და პროფესიონალურ ჩარევას. მკურნალობის მიზანია ტკივილის სწრაფად მოხსნა, ინფექციის გავრცელების შეჩერება და კბილის სტრუქტურის შენარჩუნება. პროცედურა უმეტესად ტარდება ანესთეზიით, ბავშვის მაქსიმალური კომფორტისთვის.

ფტორირება

ფტორირება არის პროფილაქტიკური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კბილის ემალის გამაგრებას და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. პროცედურის დროს კბილებზე დაიტანება ფტორიდის შემცველი სპეციალური ჟელე ან ლაქი, რაც ხელს ხელს უწყობს ემალის მინერალიზაციას და, საბოლოოდ, პირის ღრუს გრძელვადიან ჯანმრთელობას.

სარძევე კბილის ექსტრაქცია (ანესთეზიის გარეშე)

პროცედურა გამოიყენება უკვე მორყეული სარძევე კბილის ამოსაღებად. ასეთ დროს პროცესი არის უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას.

სარძევე კბილის ექსტრაქცია (ანესთეზიით)

ანესთეზია გამოიყენება მაშინ, როდესაც სარძევე კბილი არ ირყევა ან კბილის მდებარეობა არის რთული. ასევე, თუკი ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ფისურების ჰერმეტიზაცია

პროცედურის დროს კბილის ფისურები იფარება სპეციალური ჰერმეტიკული მასალით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას ღრმა ნაპრალებში. შედეგად, მცირდება კარიესის განვითარების რისკი და უმჯობესდება პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობა. პროცედურა უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულოა.

სერვისები